ახალი ამბები
მდინარე ტილიანაზე ,,მილის ხიდი" დაინგრა
ხაშურის გამგეობამ მდინარე ტილიანაზე მცირე ზომის ხიდის აგება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას გამგეობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ძველი ხიდი წუხელ სოფელ ქემფერთან დაინგრა. მას ,,მილის ხიდს" უწოდებდნენ და ,,ბეტონის კოლიცოებით" იყო გაკეთებული.

ქემფერიდან ცედანისა და წაბლოვანას მიმართულებით ამჟამად საფეხმავლოა გაკეთებული. 

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გვაცნობა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩაიშალა.

საფეხმავლო ხიდის საშუალებით მოსწავლეების გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.

ამასთან, აღნიშნული სკოლა ჩართულია "მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში" და მოსწავლეთა ტრანსპორტირება გრძელდება.





Print

სტატიის გამოყენების პირობები