ახალი ამბები
გრაკალთან მონადირე დააჯარიმეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკლის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოქალაქე ნიკა ხორგუაშვილი, ნადირობისთვის აკრძალულ პერიოდში, ერთლულიანი სანადირო თოფით ნადირობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქემ მათ ვერ წარმოადგინა ვერც იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა.

მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები