ახალი ამბები
აგარასთან სამი მოქალაქე სახლართი ბადით თევზაობდა
ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მოქალაქე ლაშა ბოლოკაძე სახლართი ტიპის ბადით თევზაობდა.

იმავე ტერიტორიაზე, მოსასმელი ტიპის ბადით თევზაობდნენ მოქალაქეები ბესიკ და სოსო ტვილდიანები.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ამიერად, ყველა სამართალდარღვევაზე პიროვნებების ვინაობას და ფოტოებს საჯაროდ გამოაქვეყნებენ.

მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები და მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები