ახალი ამბები
ცხინვალში პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა.

ბოლო განაცხადი ამირან ბაღაევმა, გუშინ, თანდართული 4-ათასიანი ხელმოწერებით, შეიტანა.

თითო კანდიდატს მინიმუმ 3,5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა ჭირდება.

უახლესი 10 დღის განმავლობაში და ხელმოწერების გადამოწმების შემდეგ, კანდიდატად წარდგენაზე ბაღაევს თანხმობას ან უარს ეტყვიან.

ამ დროისთვის ოფიციალურად, საპრეზიდენტო კანდიდატებად დარეგისტრირებულია:

ლეონიდ თიბილოვი - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი.

ანატოლი ბიბილოვი - დე-ფაქტო პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე.

ალან გაგლოევი - დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის მოქმედი წარმომადგენელი.

ხოლო უარი ეთქვა ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს, რადგან, ადგილობრივი შს სამინისტროს ცნობით, ის ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა.

კოკოითი აცხადებს, რომ სამინისტრომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო კომისიას.

კიდევ ერთი კანდიდატი, დე-ფაქტო პარლამენტის წევრი ალან კაზანოვი ბაღაევის მსგავსად საარჩევნო კომისიის თანხმობას ელოდება.

არჩევნები 2017 წლის 9 აპრილს იმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები