ახალი ამბები
ხელისუფლების წარმომადგენლების სარვამარტო საჩუქრები ქალებს
ქალთა საერთაშორისო დღეს შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ და მელოგინე დედებს სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს.

ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი თორთლაძემ ქალებს ყვავილები და საოჯახო ტექნიკა მიუტანა.

ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა  ქალ მეეზოვეებს  უთოები აჩუქა.

კასპის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ,,მედ-ალფას"  საავადმყოფოში მელოგინე დედებთან მივიდა და ჰიგიენის საშუალებები გადასცა.



ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი თორთლაძემ ბებოს ყვავილები მიართვა



ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა მეეზოვეს უთო ყვავილებთან ერთდ აჩუქა



კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა მელოგინე დედას ყვავილები და ჰიგიენური საშუალებები მიართვა
Print

სტატიის გამოყენების პირობები