ახალი ამბები
გორის გამგებელმა სოციალურად დაუცველი ოჯახის ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
გორის უნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და გამგეობის თანამშრომლებმა 8 მარტის დღესასწაული სოფელ ქვახვრელში მცხოვრებ ნანი სადაღაშვილსა და მის ფეხმძიმე შვილს მიულოცეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სადაღაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია და 48 წლის ნანი სადაღაშვილი ჯერჯერობით დაუდგენელი დიაგნოზის დაავადებით უკვე რვა წელია იტანჯება.

ოჯახს მკურალობის თანხები არ გააჩნია. გამგებელი ნანი სადაღაშვილსს დაპირდა, რომ გამგეობა შესაბამის დახმარებას გაუწევს. უახლოეს დღეებში სადაღაშვილი გამოკვლევებს ჩაიტარებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები