ახალი ამბები
ვერხვების დასახლებაში ავტოშემკეთებელ სახელოსნოს ხანძარი გაუჩნდა
გორში, ვერხვების დასახლებაში, ავტოშემკეთებელ სახელოსნოს ხანძარი გაუჩნდა.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს და ხანძარი სხვა სახელოსნოებზე აღარ გავრცელდა.

მეპატრონის თქმით, ძირითადად, სახურავი, დაახლოებით, 150 კვ.მ ფართობზე დაიწვა.

ამჟამინდელი ვერსიით, ცეცხლი ღუმელიდან გაჩნდა. სახელოსნოში არავინ იმყოფებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები