ახალი ამბები
ვისთვის ყიდულობენ ,,იაკობს - მონარქს" და ,,ბაბუშკინის სკაზკის" გამგეობაში
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ,,ბაბუშკინის ბაიკი" და ,,იაკობს მონარქი" ხაშოს კვრისთან და ვაფლთან ერთად სტუმრებს არ მიართვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, დაახლოებით 50 ლარის ღირებულების საკონდიტრო ნაწარმი 24 თებერვალს შეიძინეს.

,,24 თებერვალს გამგეობას პროფკავშირების წარმომადგენლები ესტუმრნენ, შეხვედრა ჩაატარეს და ფურშეტიც თავიანთი სახსრებით მოაწყეს" - აღნიშნავენ გამგეობაში.

ხელშეკრულების მიხედვით, ზემოაღნიშნული პროდუქტები მაღაზიიდან 24 თებერვალს მიაწოდეს, თუმცა, პროფკავშირებისთვის არ მიურთმევიათ.

ბიუჯეტის ფულით 24 თებერვალს შეიძინეს:

ყავა - იაკობს მონარქი, 1 ცალი, 200გ - 4,2 ლარი

ნამცხავრი ,,ბაბუშკინი ბაიკი" 0,5 კგ - 4,75 ლარი

შოკოლადი 11 კგ - 11,5 ლარი

ვაფლი 1 კგ - 5,5 კგ

ხაჭოს კვრი - 1 კგ - 8 ლარი

კანფეტი - 0,5 კგ - 3,75 ლარი

ნატურალური წვენი 950 გ, 2 ცალი, - 5,1 ლარი

ნატურალური წვენი - 500 გრ, 4 ცალი - 6 ლარი.

,,ეს ყველაფერი გამგებლის მისაღები ოთახისთვის შეიძინეს. იმ შემთხვევაში, თუ გამგებელი სტუმარს მიიღებს, უმასპინძლდება ყავით, წყლით, ტკბილეულით" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.

იხ. ფოტო, გამგებელი სტუმრებთან


Print

სტატიის გამოყენების პირობები