ახალი ამბები
სოფელ ხიდისთავში საოჯახო ,,შიოს მარანი" იხსნება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ახალი ტურისტული ობოექტი გაიხსნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის პრეს-სამსახურის ცნობით, ,,შიოს მარანი" 2017 წლის 11 მარტს გაიხსნება, რომელიც ადგილობრივ მკვიდრს გიორგი დვალიშვილს ეკუთვნის.

მისი განცხადებით, ასეთი ტიპის საოჯახო მარნების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია აგრო და ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის.

,,მცირე ზომის ღვინის მარნების გახსნა პირველი ნაბიჯებია, რომელიც ქართლის მეღვინეობის გაძლიერებას დაეხმარება და მოიზიდავს ტურისტებს. ტურიზმი თანდათან პოპულარული ხდება, გორის მუნიციპალიტეტში." - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ია მიქებირძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები