ახალი ამბები
ავტობანზე საოჯახო ტექნიკით დატვირთულ ტრაილერს მოძრაობისას ცეცხლი გაუჩნდა
თბილისი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სოფელ შავშვებთან სატვირთო გადამზიდავ მანქანას დღეს ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საგზაო შემთხვევის დროს, არავინ დაშავდა.

დედაქალაქისკენ მოძრავი ტრაილერი საოჯახო ტექნიკით იყო დატვირთული.

ცეცხლის გაჩენის შემდეგ, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაზიანებები არ მიუღია მძღოლსაც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მძღოლს ჯარიმა, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვა ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე ემუქრება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები