ახალი ამბები
ქვათახევთან ახლოს ტყეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მდინარე კავთურის სათავესთან ტყეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მას ქვათახევის მონასტრის სიახლოვეს მიაგნეს.

ადგილზე ნანახი სიტუაციის მიხედვით, გამოძიება, ამ ეტაპზე, თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. 

მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და წარმოშობით კასპის რაიონიდან იყო.

თვითმკვლელობის ვერსია გამოძიებისთვის კიდევ იმით მყარდება, რომ პიროვნებას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები