ახალი ამბები
პოლიციამ თანხის გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის
ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი
თბილისში დააკავეს.
დაკავებულები არიან1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული
ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო.
პოლიციის ვერსიით, მათ მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ.
„კანონიერი ქურდის“ სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, მისი და
მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23600 აშშ დოლარის
გადახადა მოსთხოვეს.
,,ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და
მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დროულად
მიტანას სთხოვდნენ. ამასთან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის
დროულად გადაუხდელობის გამო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას
ელოდებოდა აღნიშნული ე.წ. „კანონიერი ქურდი“, რომლის მეშვეობით ფულის
ნაწილი ე.წ. „ქურდულ საერთოში“ უნდა შესულიყო."
- იუწყება შსს
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და
„გ“ ქვეპუნქტებით).
სტატიის გამოყენების პირობები