ახალი ამბები
სოფელ ძარწემთან რუსმა სამხედროებმა მასშტაბური საბრძოლო წვრთნა ჩაატარეს
ცხინვალის რაიონის სოფელ ძარწემთან
რუსმა სამხედროებმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის
ოლქის პრეს-სამსახურის ავრცელებს.
ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამხედრო წვრთნებში 600
სამხედრო და 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მთიან ზონაში ოპერაციის წარმოებაზე,
მათ შორის, თავდაცვის სტრატეგიაზეც.
სოფელ ძარწემთან რუსეთის სამხედროებმა გამოიყენეს ტანკი T-72A,
ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-2, თვითმავალი საარტილერიო "აკაცია"
ისროლეს ასევე ნაღმტყორცნებიდან "სანი" (მზიანი).
ეს სოფელი 2008 წლის ომის შემდეგ სამხედრო პოლიგონად გადაკეთდა. ის
დიდი ლიახვის ხეობაში ქემერტის თემში შედიოდა. აგვისტოს ომის დროს
50-ზე მეტი სახლი ნანგრევებად იქცა.
სტატიის გამოყენების პირობები