ახალი ამბები
გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა წარჩინებული მოსწავლეები პარლამენტში წაიყვანა
გორის თორმეტი საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პარლამენტის შენობის დასათვალიერებლად წაიყვანეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროდან აცნობეს.

ბიუროს წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეების ექსკურსია ტრანსპორტირებით ქალაქის მერიამ უზრუნველყო.

,,მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, თორმეტივე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაათვალიერებენ პარლამენტის შენობას, გაეცნობიან მუშაობის სპეციფიკას და პარლამენტარის საქმიანობის შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეექმნებათ" - აცხადებენ ბიუროში.

იოსებ მაკრახიძე ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები