ახალი ამბები
ტრაქტორისტს მუშები სამუშაოდ მიჰყავს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტის სამუშაოები განახლდა.

ფოტო და ვიდეო გადაღებულია იმ დროს, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორისა და რაიონის გამგებელის მიერ გამართული შეხვედრა მოსახლეობასთან დამთავრდა.

კრების დამთავრების შემდეგ, ტრაქტორისტმა მუშები,  სამუშაოდ ექსპლუატაციის წესების დარღვევით, წაიყვანა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია.

კომპანია ,,არქიკულტურის" დირექტორის მითითების მიუხედავად, ტრაქტორისტმა მოძრაობა არ შეიწყვიტა. ფოტო შიდა ქართლის გუბერნატორის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმაც გადაიღო.

კომპანიის დირექტორმა გოჩა გუნიავამ გუბერნატორის პრეს-სამსახურს სთხოვა, რომ ფოტო არ გამოექვეყნებინა: ,,უბრალოდ, კოლექციისთვის შევინახავ" - უპასუხა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

სოფლის გამგებლის ვანო ჯანეზაშვილის თქმით, ტრაქტორისტი ხშირად ნასვამია და მოსახლეობასთან ბევრჯერ კონფლიქტი მოსდის.

,,იმ დღეს თამრიკო დეიდას უთხოვია, გზა ნორმალურად მოასწორეო და მაგას ისეთი ყვირილი დაუწყია, ცუდად გახდა ქალი" - ამბობს სოფლის გამგებელი.

,,მე შენ უპატრონო კი არ გეგონო?" - გვითხრა ტრაქტორისტმა. ,,არქიკულტურას" მიერ დაქირავებულ ტრაქტორის ჰქვია ვეფხვია. - ,,ადრეც დამიწერე, ეს ტრაქტორი გადავარდაო და შეხედე ეს ტრაქტორია?"

სოფლის გამგებლის ინფორმაციით, სოფლის განაპირას მელიორაციის სამსახურის ტრაქტორი გადავარდა, რომელსაც შს სამინისტროს ცნობით, სიმთვრალე დაუდგინდა, თუმცა, მელიორაციის სამსახურის უფროსმა კატეგორიულად უარყო გადაყირავებული ტრაქტორის მესაკუთრეობა. 

თუ რა მდგომარეობაშია სოფლის გზები ნალექის პერიოდში, ამას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მომავალში შემოგთავაზებთ. კომპანიას 870 000 ლარიანი პროექტი 24 დეკემბერს უნდა დაემთავრებინა. ამჟამად, პირობდა დადეს, რომ პირველ აპრილს დასრულდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები