ახალი ამბები
,,ადგილი ჰქონდა გაუგებრობას" - გუგუტიანთკართან პოლიციელი საგუშაგოზე დაბრუნდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკართან შს სამინისტროს თანამშრომელი საგუშაგოზე დაბრუნდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას.

შიდა ქართლის საგანგებო დავალებათა სამსახურის თანამშრომელი შუადღეს გაუჩინარდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

,,როგორც მე მითხრეს, დღის გარკვეულ მონაკვეთში, ვარჯიშობენ ხოლმე პოლიციელები და მაგ დროს წაუყვანიათ" - აცხადებდა მერეთის თემის წარმომადგენელი. 

ცხინვალის მთავრობას ფაქტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. საკითხის გარკვევაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ჩართული იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები