ახალი ამბები
ავტობანზე ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა
დღეს, საღამოს, თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე ,,მერსედის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.

შემთხვევა გრაკლიანი გორას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ავარიისას მგზავრებმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

გაირკვა, რომ ,,მერსედესს" სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების გამო მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ტრაილერის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მერვე ნაწილით დაჯარიმდა.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 300 ლარიან ჯარიმას (მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ერთდროულად სატრანსპორტო საშუალების და ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები