ახალი ამბები
ცხინვალში ამბობენ, რომ ახალ პასპორტებს ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეებზე გასცემენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის (,,კგბ") წარმომადგენლები მოქალაქეებისთვის ახალ სამოქალაქო პასპორტებს გადამოწმების შემდეგ გასცემენ.

ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას პრეს-სამსახური ავრცელებს.

ცხინვალის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, ღონისძიება სხვადასხვა ადგილობრივი პოლიტიკოსების ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

,,აღნიშნული ღონისძიება სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად ტარდება" - აღნიშნავენ ცხინვალში.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის 9 აპრილს ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარეობს ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეებზე პასპორტების გაცემა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები