ახალი ამბები
კასპში ,,ორი ჯუჯას" საიუბილეო კონცერტზე მაყურებელი დარბაზში ვერ დაეტია
კასპის კულტურის სახლში ანსამბლ "ორი ჯუჯას" წევრებმა კონცერტი გამართეს.

კლუბ ,,ჰარმონიის" დარბაზში მაყურებელი ვერ დაეტია, რის გამოც, ამ ქალაქში კონცერტი 24 მარტსაც ჩატარდება.

ნუგზარ კვაშალს და ვახტანგ ტატიშვილს კასპელი მსმენელები ოვაციებით შეხვდნენ. მათთან ერთად მომღერალი ნუგზარ კვაშალიც იმყოფებოდა.

,,მათ განსაკუთრებით პატარები გაახარეს - რომელთაც სცენაზე და დარბაზში მოსიარულე კლოუნი ახალისებდა" - გვითხრეს კასპის გამგეობის კულტურის სამსახურში.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, კონცერტი "ორი ჯუჯას" არსებობის 35 წლისთავს მიეძღვნა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები