ახალი ამბები
USAID/REAP-მა სადემონსტრაციო ნაკვეთების სისტემის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გააფორმა
USAID/REAP - სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი, საქართველოში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და პრაქტიკის საქართველოში დანერგვის და თანამედროვე სადემონსტრაციო ნაკვეთების სისტემის ხელშეწყობის მიზნით აფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებების მომწოდებლებთან.

თანამშრომლობა განხორციელდება USAID/REAP-ის ბენეფიციარი ფერმერთა მომსახურების ცენტრების აქტიური ჩართულობით, რაც მიზნად ისახავს მათი ქმედუნარიანობის ზრდას და ფერმერებისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

მხარეთა მიერ შერჩეულ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მოხდება ახალი ტექნოლოგიების, მცენარეთა დაცვის და მექანიზაციის საშუალებების, ჯიშების და სარწყავი სისტემების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფერმერების ცნობადობის ამაღლებას თანამედროვე მიდგომებზე და საშუალებებზე.

USAID/REAP ხელს აწერს თანამშრომლობის მემორანდუმს ორ კომპანიასთან:

საერთაშორისო კომპანია BASF - სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებების მომწოდებელია. მემორანდუმს ხელს აწერს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი (მცენარეთა დაცვის საშუალებების მიმართულებით ევროპის, ახლოაღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებისთვის) ბატონი გარსია გროსი.

ხოლო საერთაშორისო კომპანია Syngenta - სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებების მომწოდებელი. კომპანიის სახელით მემორანდუმს ხელს აწერს, საქართველოში Syngenta -ს წარმომადგენლობის დირექტორი ბატონი ზურაბ ლოლაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები