ახალი ამბები
ბათუმის ,,დინამომ" გორის ,,დილას" 1:0 მოუგო
ეროვნული ლიგის გათამაშებაში გორის ,,დილას" სტადიონზე ბათუმის ,,დინამომ" გორის ,,დილას" ერთბურთიანი სხვაობით მოუგო.

შეხვედრა 11 მარტს გაიმართა.

ბათუმელთაგან ერთადერთი გოლი შეხვედრის 87 -ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა იაროსლავ კვასოვმა, სუხიაშვილის გადაცემით გაიტანა.

,,ფიზიკურად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვთამაშობდით ასევე ქარის წინააღმდეგაც. გვქონდა კარგი შეტევები, მომენტები, გატანის შანსები. ეს არის ფეხბურთი, დავუშვით შეცდომა და წავაგეთ თამაში". - განაცხადა გორის ,,დილას" მთავარმა მწვრთნელმა ზივ არიესსმა.

”დილა” გორი 0 - 1 ”დინამო” ბათუმი

გოლი: კვასოვი (87 წთ. სუხიაშვილის გადაცემით)

”დილა”: 30. მიხეილ მუჯრიშვილი (C), 2. გოდერძი მაჩაიძე, 3. რომარიკ ეტოუ, 5. გიორგი პაპავა, 8. ლეანდრო რიბეირო, 10. თენგიზ წიქარიძე (7. ლუკა რაზმაძე, 88 წთ.), 11. ლევან ნონიკაშვილი (37. დათო კირკიტაძე, 75 წთ.), 13. მალხაზ გაგოშიძე, 27. გივი ქარქუზაშვილი 29. ლეონარდო (18. სალიეუ ტარავალე, 63 წთ.), 88. ირაკლი ძარია

სათადარიგო შემადგენლობა: 22. ტარიელ ხაინდრავა, 19. ნიკა კალანდარიშვილი, 20. ალიუ აბუბაკარი, 95. ვაჟა მათიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ზივ ავრაჰამ არიე

”დინამო” ბთ. : 13. ანატოლი ტიმაფეევი, 6. გელა გოგიტიძე, 7. გიორგი ქავთარაძე (2. მირზა ფარტენაძე. 66 წთ. ), 8. თეიმურაზ შონია (C), 11. ანზორ სუხიაშვილი,16. დავით კვირკველია, 23. პაპუნა ფონიავა (10. ვალერიან თევდორაძე. 58 წთ.), 25. თორნიკე თარხნიშვილი, 28. არჩილ ტვილდიანი (27. უგოალა კენედი ნვანგანგა, 76 წთ.) 77. იაროსლავ კვასოვი, 96. ჯოვინო ფლამარიონი. სათადარიგო შემადგენლობა: 1. რომან ტაკიძე, 3. ვაჟა ქორიძე, 9. მიხეილ გორელიშვილი, 30. ნიკა მგელაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები