ახალი ამბები
მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი სწავლებას გორში იწყებს
აპრილიდან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები, დაწყებითი სამხედრო და საექსპედიციო მომზადების კურსს, გორში გაივლიან.

აღნიშნულ კურსში მონაწილეობის მსურველებმა ანკეტა უნდა შეავსონ და 30 მარტამდე გადააგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კურსს ატარებს ლეგიონის გორის რეგიონალური ორგანიზაცია.

ახალწვეულების ასაკი 15-21 წელი იქნება. დაიშვებიან როგორც ბიჭები, ასევე გოგონებიც.

კურსი გორში 1 აპრილს დაიწყება და 2 თვე გაგრძელება, სულ 10 შეკრებაა დაგეგმილი. მონაწილეობის მიღება უფასოა.

საველე შეკრებები ჩატარდება დასახლებულ პუნქტთან ახლოს და, ძირითადად, დასრულდება 16:00-სთ-სთვის, რათა მოზარდებს ხელი არ შეეშალოთ სწავლაში.

სასწავლო დღის საშუალო ხანგრძლიობა 6-7 საათია. რაოდენობა: 20-მდე ახალწვეული

ახალწვეულებმა საკვები და წყალი თავად უნდა წაიღონ. უნდა იყოს ჯანმრთელი და შეეძლოს მინიმუმ 10 კილომეტრის (2 საათი სიარული) გავლა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები მოცემულია ანკეტაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ახალწვეულს გადაეცემა სერტიფიკატი.

კურსის სასწავლო თემატიკა: ღია კარის დღე და ლეგიონის წესების გაცნობა; საექსპედიციო მომზადება და თვითგადარჩენის ალგორითმი; ინდივიდუალური შენიღბვა; უსაფრთხოება და სროლა; ინდივიდუალური და ჯგუფური გადაადგილება; დანაყოფის განლაგება და გუშაგის ამოცანები; რეაქცია მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლის გახსნაზე; ბრძოლის ველზე დაკვირვება და დაზვერვა; ელემენტარული ჩასაფრების მოწყობა; ტოპოგრაფია, კოორდინატები და ორიენტირება; სამოყვარულო რაციის გაცნობა; სამთო მომზადება; პირველი დახმარება

ლეგიონის წარმომადგენლების ცნობით, აღნიშნული კურსი გაიარა 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ (6 ნაკადი) და არ დაფიქსირებულა დაზიანების, ან ჩხუბის არცერთი შემთხვევა. ლეგიონის აქტიობები გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სპორტის ბევრი სახეობა.

ლეგიონი წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს (საიდინტეფიკაციო ნომერი 405042403), რომელიც იმყოფება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მფარველობის ქვეშ და გაფორმებული აქვს მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან (ეროვნული გვარდია).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები