ახალი ამბები
ცხინვალის მთავრობა კოკოითს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ და მისმა მხარდაჭერებმა ქვეყანა დაძაბეს.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება რუსულ და ოსურ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რესპუბლიკას, 2011 წლის
პერიოდის მსგავს სამოქალაქო დაპირისპირების სიტუაციამდე, არ მიიყვანს.

ცხინვალში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც 2017 წლის 4 აპრილს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარი განუცხადა.

კოკოითის შტაბის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრეს. გუშინ კი, საპროტესტო მიტინგი და მსვლელობა გამართეს.

,,გუშინდელი არასანქცირებული მიტინგი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება ქაოსში დააბრუნონ" - აცხადებს ოფიციალური მთავრობა. ოფიციალურ განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში სიმშვიდეა და ხალხი 2011 წლის ქაოსიდან გამოვიდა. 

2017 წლის 9 აპრილს დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები