ახალი ამბები
მოსკოვში ლეონიდ თიბილოვისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაინიშნა
2017 წლის 21 მარტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მოსკოვში ორი პრეზიდენტის შეხვედრების საკითხები უკვე შეთანხმებულია მხარეებთან.

მისი განცხადებით, მოძმე სახელმწიფოების მეთაურის წარმომადგენლების შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართება და კონფიდენციალური იქნება.

პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის შესახებ დაუსვეს კითხვა.

ვლადისლავ სურკოვმა უპასუხა, რომ არჩევნები წარმატებით ჩაივლის.

,,წინასაარჩევნო კამპანია ამ ქვეყანის კანონმდებლობის შესაბამისად ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პირები კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ და დესტაბილიზაცია შეაქვთ, მათი ქმედება განწირულია. საერთო ჯამში, ქვეყანას აკონტროლებს შესაბამისი უწყებები. დარწმუნებული ვარ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და გაიმარჯვებს ღირსეული კანდიდატი" - განაცხადა სურკოვმა.

2017 წლის 9 აპრილს ცხინვალში საპრეზიდენტი არჩევნებია.

ამ დროისთვის ოფიციალურად, საპრეზიდენტო კანდიდატებად დარეგისტრირებულია: ლეონიდ თიბილოვი - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი. ანატოლი ბიბილოვი - დე-ფაქტო პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე. ალან გაგლოევი - დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის მოქმედი წარმომადგენელი.

2017 წლის 4 მარტს, ცხინვალის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ედუარდ კოკოითს საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის მიღებაზე უარი განუცხადეს.

კოკოითის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, რადგან, მათი აზრით, საარჩევნო კომისიას შს სამინისტრომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

ახსარ ლავოევის უწყების ინფორმაციით, კოკოითი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები