ახალი ამბები
ცხავერის გზაზე ბეტონის სამუშაოები განახლდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.

ამის ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატის წარმომადგენელმა გიორგი სადაღაშვილმა გადაიღო.

მისი თქმით, შპს ,,ჩელიაბინსკტრანსსიგნალმა'' განაახლა, ძირითადად, ბეტონის სამუშაოები.

,,ბეტონის სამუშაოები ითვალისწინებს გზის გარკვეული მონაკვეთის 18 სანტიმეტრიანი რ/ბეტონის საფარით მოპირკეთებას" - აცხადებს გია სადაღაშვილი, რომელიც ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, სიტუაცია ადგილზე დაათვალიერა.

როგორც ცნობილია, წლის ბოლომდე, დაგეგმილია გოსტიბემდე გზის სრული რეაბილიტაცია.

პირველ ეტაპზე, მხოლოდ, ახალციხე-ცხავერის მონაკვეთი კეთდება. პირველი ეტაპის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა 625 525 ლარი.

ის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.






Print

სტატიის გამოყენების პირობები