ახალი ამბები
ქარელში მაკულატურას ახალ წიგნებში გადაცვლიან
17 მარტს ქარელში მოქალაქეებს მაკულატურას ჩაბარებისას წიგნებს აჩუქებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათი ცნობით, ძველი, მეორეული ქაღალდები გამომცემლობა "პალიტრა L" -ის დაბეჭდილ წიგნებში გადაიცვლება.

აქცია თამარ მეფის N48-ში (ლიბერთი ბანკთან), 17 მარტს, 11:00-დან 17:00- მდე გაიმართება.

პროექტი, რომლის სახელწოდებაა ,,მაკულიტერატურა", გარემოს შენარჩუნებას ემსახურება.

,,მაკულიტერატურას" წევრები აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მართავს.

,,მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები ჟურნალები, რვეულები, სანაცვლოდ კი ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა "პალიტრა L" - ის ახალი წიგნები." - აცხადებენ ორგანიზატორები.

1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიღეებს 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ ”ნერგს”.

ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ”ნერგების” რაოდენობა, რომელიც მერყეობს 4 ”ნერგიდან” - 100 ”ნერგამდე”.


იხ. წიგნების ჩამონათვალი აქ:
Print

სტატიის გამოყენების პირობები