ახალი ამბები
ნიქოზში ახალი გზა სასაფლაომდე კეთდება
სოფელ ნიქოზში ახალი გზა სასაფლაომდე კეთდება.

სასაფლაოდან ცხინვალამდე მანძილი კი, 500 მ-ია.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ზემო და ქვემო ნიქოზს ერთმანეთს აკავშირებს.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ვარიანისა და ნიქოზს შორის არსებული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

5 კმ-იან მონაკვეთზე სანიაღვრე არხებიც მოეწყობა.

საგზაო სამუშაოები, საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით, კომპანია ,,შარას" მეშვეობით მიმდინარეობს. ჯამში, 2 მლნ ლარამდე იხარჯება.

ახალი გზის ბოლო წერტილი ქართული საგუშაგოა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები