ახალი ამბები
კასპში ქალების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
16 მარტს "კასპელ შემოქმედ ქალთა" ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ფერწერული და ფანქარში შესრულებული ნახატები, თექა, ნაქარგი და ხელნაკეთი სამკაულები, თოჯინები გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მიიტანეს.

გამოფენა ათი დღე გაგრძელდება.

,,ქალბატონებმა გამოფენა გაზაფხულს და მაყურებელს მიუძღვნეს." - ამბობენ კასპის გამგეობაში.

დამთვალიერებელმა ავტორებს ნინო ქენაძეს, თეა ქუტაშვილს, ანაიდა ბეინაშვილს, რუსუდან ბარნოვს, თათია მანგოშვილს, გვანცა ტატულაშვილს, ელზა ჭალისურსა და რუსუდან ღლონტს მადლობა გადაუხადეს.

გამოფენაში მონაწილე ყველა ქალი გამგეობის მუზეუმების გაერთიანებამ საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები