ახალი ამბები
ხაშურში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მე-7 საბავშვო ბაღი გარემონტდება
ხაშურის მე-7 საბავშვო ბაღის
მდგომარეობა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შოლან ვოგიმ
დაათვალიერა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის
მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შოლან ვოგთან ერთად,
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან
ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ
გოგოტიშვილიც ჩავიდა.
,,მათთან ერთად გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა მე-7 საბავშვო ბაღის
სრული რეაბილიტაცია დაგეგმა. პროექტი საბავშვო ბაღის ეზოს
კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 911 ათასი ლარი
იქნება" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.
სტუმრებმა ხაშურის „ივერიის“ სტადიონიც დაათვალიერეს. ამ ეტაპზე
სტადიონის სარეაბილიტაციო პროექტი მომზადდება.
სტატიის გამოყენების პირობები