ახალი ამბები
შიდა ქართლში ,,რეგფონდის" თანხებით დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალი
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულებით შიდა ქართლისთვის 9 მლნ 540 000 ლარი გამოიყო.

გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ეს თანხა ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებისთვის გადანაწილდება.

დაფინანსებას მუნიციპალიტეტები რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღებენ.

უფრო კონკრეტულად:

კასპი

1. ქვემო ჭალა - წყალსადენის მაგისტრალისა და სათავე ნაგებობის გაკეთება - 767 000 ლარი
2. კასპის მეოთხე და მეხუთე საბავშო ბაღები (მომდევნო ეტაპი) - 401 387 ლარი
3. კასპის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში (მტკვრის მარჯვენა მხარე) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (მომდევნო ეტაპი) - 632 000 ლარი
4. ზემო ხანდაკი - წყალმომარაგების ქსელი რეზერვუარამდე - 553 000 ლარი
5. კოდისწყაროს გზა ავტობანამდე - 614 ლარი
6. ოკამი-ლამისყანა-თეზი-ავტობანის მონაკვეთის გზა - 351 000 ლარი

ჯამში - 3 მლნ 317 770 ლარი

ხაშური

1. ხაშურის სპორტკომპლექსი - 926 000 ლარი
2. შუშის ქარხნის დასახლებაში მე-8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - 550 000 ლარი
3. დიმიტრი ყიფიანის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია - 380 000 ლარი
4. იმერეთის ქუჩაზე სპორტული ინფრასტრუქტურა - 674 300 ლარი
5. თევდორე მღვდლისა და 9 აპრილის ქუჩებზე მინისტადიონი - 120 000 ლარი

ჯამში - 2 მლნ 650 ლარი

ქარელი

1.  მოხისი -კოდავარდისუბნის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ასფალტირება (5 კმ) ღირებულებით 1 568 000  ლარი;
2. ზემო ხვედურეთი - ხეობა - ჭანდრების გზის ასფალტირება (3,3 კმ) ღირებულებით 1 098 786 ლარი;
3. ქ. ქარელის ქუჩების ასფალტირების სამუშაოები (10 ქუჩა - 3,726 კმ) ღირებულებით 1 108 374  ლარი.

ჯამში - 3 მლნ 569 513 ლარი

Print

სტატიის გამოყენების პირობები