ახალი ამბები
გორში სოციალური ქსელების შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე ლექცია-ტრენინგი ,,ევროპული კაფე" გაიმართება
შიდა ქართლის რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს ინტერნიუსი-საქართველო იწვევს ლექცია-ტრენინგზე „ევროპული კაფე,“.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ინტერნიუსი-საქართველოდან" აცნობეს.

ღონისძიება, რომლის თემაა „სოციალური ქსელები - შესაძლებლობები და გამოწვევები”, 30 მარტს, ქალაქ გორში, არტ კაფეში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები სოციალურ ქსელებში ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებს, ასევე, დეზინფორმაციის და კიბერსაფრთხის ამოცნობას გაეცნობიან.

ახალგაზრდები ასევე გაეცნობიან საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.

ლექცია - ტრენინგს ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი, საქართველოს ბანკის ონლაინ კომუნიკაციების სამსახურის უფროსი მირიან ჯუღელი და საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი და Education USA-ს მრჩეველი დალი ხომერიკი ჩაატარებენ.

ღონისძიება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში ჩატარდება, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს პარტნიოერბთან ერთად და აშშ მთავრობის დაფინანსებით.

პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

ღონისძიების ორგანიზატორია “ინტერნიუსი-საქართველო”. “ინტერნიუსი - საქართველო” არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებით და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია კომუნიკაციის ხელშეწყობით.

“ინტერნიუსი-საქართველო” ატარებს პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტების ტრენინგებს, ახორციელებს საგანმანათლებლო საინფორმაციო კამპანიებს, აწარმოებს მედიაკონტენტს და ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას მედიაში. ეს ინიციატივები მოქალაქეებს და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ და შექმნან ღირებული ინფორმაცია, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური და სოციალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მიაღწიონ პოზიტიურ ცვლილებებს.

ღონისძიებაზე რეგისტრაციის მიზნით მოგვწერეთ ფეისბუკ გვერდის მესიჯებში ან, დაუკავშირდით შორენა ქოჩიაშვილს, ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ტელ: 598 404 401) 2017 წლის 27 მარტის 18:00 საათამდე.

ფოტო: ბათუმში გამართული ლექცია-სემინარიდან

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები