ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავდა.
ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალზე, ქარელის
გადასახვევთან დღეს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მსუბუქი
ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის
მეათე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის
მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
დასავლეთის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაში
მცირეწლოვანი ბავშვებიც მგზავრობდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები