ახალი ამბები
გორში ნატოს თემაზე ქუჩის მხატვრებისთვის კონკურსი გამოცხადდა
გორში, პროექტის ,,შენ ქალაქს დაუტოვე" ფარგლებში, მხატვრებისთვის კონკურსი გამოცხადდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. 

პროექტი წინასწარ შერჩეული ობიექტის, მაგალითად შენობის კედლის მოხატვას, ქუჩის მხატვრობასს გულისხმობს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ესკიზების მიღება დაიწყო 6 მარტიდან და 26 მარტის ჩათვლით გრძელდება. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც ცალკეულ პიროვნებას (ხელოვანს/მხატვარს/ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის ხატვის გამოცდილების მქონეს), ასევე გუნდს (მაქსიმუმ სამი ადამიანი). 

პროექტი ხორციელდება საქართველოს 10 ქალაქში, როგორც დედაქალაქში, ასევე ახალქალაქში, ბათუმში, გარდაბანში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მესტიაში, რუსთავსა და ქუთაისში.

იყოფა ორ ეტაპად: 1. ესკიზების შერჩევა ქუჩის მხატვრობისთვის (Street Art) 2. აღნიშნულ 10 ქალაქში მოხატულ ობიექტებს შორის კონკურსი.

პროექტის მიზანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობადობის გაზრდა საქართველოს მოსახლეობაში, ხალხის ინფორმირება, მოსახლეობის გააქტიურება და მათი საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესებში ჩართვა.

პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ტურისტული კომპანია “თრეველშოპი”, კომპანია „ალპინა საღებავები”.

გამოყენებულია თემატური ფოტო

იხ. უფრო ვრცლად
Print

სტატიის გამოყენების პირობები