ახალი ამბები
პატრულმა დაცვის პოლიციას გორის ციხის შესასვლელში კონტროლის გაძლიერება მოსთხოვა
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გორის ციხეზე ასასვლელ ბილიკზე პატრულირება გააძლიერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, კონტროლის გაძლიერება პატრულის ეკიპაჟის მეთაურმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებსაც პირადად მოსთხოვა.

დარღვევის შემთხვევაში კი, აცნობონ.

ციხის შესასვლელს დაცვის პოლიცია აკონტროლებს, ამისათვის, გორის მერიის ბიუჯეტიდან წელიწადში 60 ათას ლარს იღებენ.

უკვე ერთი კვირაა ციხამდე ასასვლელ ბილიკზე, რომელიც ფეხითმოსიარულეებისთვისაა გათვალისწინებული, მოქალაქეების მანქანები მოძრაობს.

დღეს აღმოჩნდა, რომ ბარიერი, სწორედ, დაცვის პოლიციის თანამშრომლის მანქანამ გადალახა.

,,ჩვენი თანამშრომლის მანქანა იყო ასული" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა. პატრულმა მანქანის მძღოლი არ დააჯარიმა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები