ახალი ამბები
დოღლაურასთან ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ
სოფელ დოღლაურასთან მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ.

ამის გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

ქარელის რაიონის ტერიტორიაზე პატრულირება დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

მეთევზეს  მოპოვებული 2 კგ თევზი ჩამოართვეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. თევზი კი, დალუქეს, მაგრამ უცნობია მისი შემდგომი ბედი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები