ახალი ამბები
ხაშურში ლიტვის საელჩოს დახმარებით პარკი მოეწყობა
ხაშურში, აგურის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ ზონაში პარკი მოეწყობა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, პარკი ლიტვური მხარის ფინანსური მხარდაჭერით და ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით გაშენდება.

პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გიედრიუს პუოჯუნასსი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გურასპაშვილს შეხვდა. 

სტუმრებმა და მასპინძლებმა პარკისთვის განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ერთად დაათვალიერეს. 

,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ტექნიკური ნაწილის მოწესრიგება, რის შემდეგაც გაიწერება პროექტის დეტალური გეგმა და დაიწყება სამუშაოები. პარკის გაშენების პროექტი მასშტაბურია. იგი არსებული ტერიტორიის დასუფთავებას, ლანშაფტის მოსწორებას და სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. შესაბამისად, პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად მოხდება." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები