ახალი ამბები
"ჰაიდელბერგცემენტის" მიმდებარე სკვერში დასუფთავების აქცია გაიმართა
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის CENN - ს ეკო კლუბის წევრებმა კასპში ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი დაასუფთავეს.

მემორიალი „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს, რომელიც წლების მანძილზე არ დასუფთავებულა.

აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით სკვერში პოლიეთილენის პარკებსა და სხვადასხვა სახის ნარჩენებს ცემენტმზიდი მანქანების მძღოლების ყრიან, რომლებიც ქარხნის შესასვლელთან საკუთარ რიგს ხშირად რადენიმე დღე ელოდებიან.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN -ი მოუწოდებს, კასპის მუნციპალიტეტისა და ,,ჰაიდერბერგცემენტის’’ ქარხნის ხელმძღვანელობას მიიღონ ზომები და აღარ მოხდეს გარემოს დაბინძურება მყარი ნარჩენებით.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები