ახალი ამბები
გორის ,,English Club"-ი კონკურსების ფაზას იწყებს
გორში, ინგლისური ენის კლუბი კონკურსების ფაზას იწყებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, კონკურსები 27 მარტიდან დაიწყება.

,,კონკურსების ფაზა (ნახევარფინალური და ფინალური ტური ) კონკურსი გათვალისწინებულია სამ ასაკობრივ ჯგუფზე და თემატურად ეძღვნება შექსპირის საიუბილეო წელს." - აღნიშნავენ საგანმანათლებლო ცენტრში.

მონაწილეობას ,,ინგლისური ენის კლუბის" (,,English Club") წევრები მიიღებენ, რომლებმაც სწავლება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და მარტის ჩათვლით გრძელდება.

,,English Club" ბრიტანეთის საბჭოს და ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ერთობლივი პროექტია.

მასში, ქ. გორისა და გორის რაიონის 1300-მდე მოსწავლე და 80-მდე ინგლისური ენის პედაგოგი ჩაერთო.

პრიორიტეტი დევნილ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და შშმ და სსმპ მოსწავლეებს მიენიჭა.

ბრიტანეთის საბჭომ ინგლისური ენის კლუბისათვის შეიძინა და საჩუქრად გადასცა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს 4 კომპიუტერი, ქსეროქსი, ლედ-ტელევიზორი და დიდი რაოდენობით მხატვრული და მეთოდური ლიტერატურა, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე პედაგოგებისათვის.






 

Print

სტატიის გამოყენების პირობები