ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის" მუშაობა დროებით შეჩერდა
გუშინ, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მუშაობა, ძლიერი ქარის გამო, დროებით შეჩერდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის" წარმომადგენელმა განუცხადა.

დირექტორთა საბჭოს დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის განცხადებით, მუშაობის 4-საათიანი შეჩერების მიზეზი, ქარის დასაშვებ ნორმაზე მეტი სიმძლავრე გახდა.

,,გუშინ, ქარის სიჩქარე 25 მ/წმ-ზე მეტი დაფიქსირდა. ეს ელექტროსადგურის მუშაობის დასაშვებ ნორმას აღემატებოდა და, ასეთ დროს, მისი მუშაობა ჩერდება. ამჟამად, ქარის სიჩქარე 18 მ/წმ -ია და ელექტროსდგური ჩვეეულებრივ მუშაობს" - აცხადებს თორნიკე ყაზარაშვილი.

ქარის ელექტროსადგური, ბოლოს, ერთი დღით 21 დეკემბერს იყო გაჩერებული, როგორც ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის" ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იმ დღეს ქარის სიჩქარე 3 მ/წმ-ზე ნაკლები იყო.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ინფორმაციით, 2017 წლის თებერვლის თვეში "ქართლის ქარის ელექტროსადგურმა" 5,774 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები