ახალი ამბები
გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს
დღეს, 21 მარტს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა გორელ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს.

შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის კულტურის ცენტრში გაიმართა, სადაც, ასევე მომავალი ჟურნალისტები სწავლობენ.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

ქართული ჟურნალისტიკის დღე ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები