ახალი ამბები
გუბერნატორმა და გამგებელმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა.

ამასთან დაკავშირებით შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა.

,,მნიშვნელოვან და ფასდაუდებელ საქმეს აკეთებთ ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის. მადლობას გიხდით ობიექტური, დაბალანსებული და საინტერესო საქმიანობისთვის. გისურვებთ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას, მაღალ რეიტინგს და საზოგადოების ნდობას.." - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები