ახალი ამბები
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს გორში შშმ პირების ნამუშევრები გამოფინეს
21 მარტს გორის უნივერსიტეტში, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ , გორელ ფოტოგრაფთა კლუბის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრისა და უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა აქცია - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს".

უნივერსიტეტის ფოიეში ფოტოებისა და შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. აქციაში გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედების სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთო.

ღონისძიება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.

პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები