ახალი ამბები
ცხინვალში ლეონიდ თიბილოვს ალა ჯიოევა უჭერს მხარს
ცხინვალში, გუშინ გამართულ მიტინგზე, ალა ჯიოევამ მოქალაქეებს ლეონიდ თიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამის ამსახველ კადრებს ცხინვალის ტელევიზია
ავრცელებს.

ალა ჯიოევა სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკას წიგნიერი და განათლებული ხალხი ჭირდება.

მისი თქმით, ოსი ხალხის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება, თუ ქვეყნის სათავეში განათლებულ ადამიანებს აირჩევენ.

ალა ჯიოევა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. პირველ ტურში მან ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა, თუმცა, ცხინვალის პროკურატურამ და უშიშროებამ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად სცნო.

მეორე ტურში ჯიოევამ მონაწილეობა აღარ მიიღო, რომელიც 2012 წლის მარტში გაიმართა. მეორე ტურში ერთმანეთს ლეონიდ თიბილოვი და დავით სანაკოევი დაუპირისპირდნენ.

ამჯერად, დავით სანაკოევიც ლეონიდ თიბილოვს უჭერს მხარს.

2017 ლის 9 აპრილს ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. წარდგენილია სამი კანდიდატურა: ლეონიდ თიბილოვი (მოქმედი პრეზიდენტი); ანატოლი ბიბილოვი (პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე) და ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ალან გაგლოევი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები