ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო ქალაქ გორში 15 სახლის სახურავი დაზიანდა
ქალაქ გორის მერიამ, 20-21 მარტის ქარის გამო, დაზიანებული სახლების მონაცემები შეაგროვა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, წერილობითი განცხადებები კანცელარიაში უკვე დაარეგისტრირეს.

განცხადებების მიღება კვლავაც გრძელდება.

,,აღნიშნულთან დაკავშირებით კომისია მუშაობს და ზარალის ოდენობას დაადგენს" - ამბობს პრეს-სამსახური.

დაზიანებულია:

კერძო სახლი აღმაშენებლის #39
კორპუსი ცხინვალის გზ. 21 ა
კორპუსი სტალინის #2; #4 და #31 კორპუსების სახურავები
კორპუსები გორგასლის #12-14
კორპუსი მშვიდობის #20
კერძო სახლი სულხან-საბას ქ. 13
კერძო სახლები კასტელის #13-17
კერძო სახლი სკვერის ქ. 13
კორპუსი თარხნიშვილის ქ. 18
სახლი სამეფო ქუჩის #76
კერძო სახლი აბრამიშვილის ქ. 6
კორპუსი გორკის ქ. 178







Print

სტატიის გამოყენების პირობები