ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში 20-21 მარტის ქარმა ხუთი სახლის სახურავი დააზიანა
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 20-21 მარტის ქარის გამო დაზიანებული სახურავების შესახებ, 5 შეტყობინება მიიღო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ნოდარ ნატროშვილის თქმით, ყველაზე ძალიან სოფელ ლამისყანაში ორი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.

,,ქართველიშვილების სახლს მთლიანად გადახადა, მეორე სახლსაც ნახევრად გადახადა. ჩვენი კომისია უკვე თითოეულ მათგანს ამოწმებს" - გვითხრა ნოდარ ნატროშვილმა.

ლამისყანის ადმინისტრაციული თემის წარმომადგენელი საკრებულოში ილია ქამხაძე აცხადებს, რომ ლამისყანასთან ერთად, ქალაქ კასპშიც დაზიანდა სახლები.

,,შევქმენით კომისია და მიღებული განცხადებების საფუძველზე თითოეულ შემთხვევას ადგილზე გავდივართ. ლამისყანის გარდა ქალაქ კასპში სამი საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული" - ამბობს ილია ქამხაძე, რომელიც საკრებულოდან კომისიის შემადგენლობაში შეიყვანეს.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები