ახალი ამბები
სკოლა ,,თამარიონის" მოსწავლეები კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ
დღეს კერძო სკოლამ ,,თამარიონი" გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის მოსწავლეებს მათი ფუნქცია-მოვალეობანი გააცნეს და მოზარდების შეკითხვებსაც უპასუხეს.

აქცენტი დანაგვიანებულ კერებზე, გამწვანების აუცილებლობასა და გარეგანათებებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე გააკეთეს.

,,შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო, თუმცა სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების მოწყობაზეც წარიმართა საუბარი. უკვე ცნობილია, რომ მომავალ კვირას გორის კერძო სკოლა ,,თამარიონის" მოსწავლეები და პედაგოგები, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას." - აღნიშნავენ სკოლის ადმინისტრაციაში.

მსგავსი სახის ერთობლივი აქცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გასულ წელსაც მოეწყო, რა დროსაც მოსწავლეებმა ის ადგილი დაასუფთავეს, სადაც მალე დასასვენებელი სკვერი მოეწყო.

სკოლა ,,თამარიონისა" და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობზე ისაუბრეს და ამ მიზნით, ქალაქში პერიოდულად ერთობლივი აქციების მოწყობაზე შეთანხმდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები