ახალი ამბები
ჰოსპიტალში ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად ჯარისკაცი გარდაიცვალა
თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი მკურნალობისა და მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, 1998 წელს დაბადებული ბადრი შავაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გარდაცვლილი უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე იყო.

შავაძე, ა/წ 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, მასზე გაპიროვნებული იარაღის გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით, გორის სამხედო ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მოათავსეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები