ახალი ამბები
სოფლებში მოსალოდნელი ძლიერი ყინვების შესახებ აფრთხილებენ
მიმდინარე წლის 24-25 მარტს ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ინფორმაცია ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. 

მათ, საქართველოს შსს სსიპ-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დავალებით, მოსალოდნელი ყინვების შესახებ ფერმერების გაფრთხილება დაევალათ.

,,გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტიდან გვატყობინებენ, რომ 2017 წლის 24-25 მარტს, ღამის საათებში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, რამაც შესაძლებელია საადრეო ჯიშის ხეხილის კვირტებისა და ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს." - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

აგრონომების რჩევით, გაზაფხულის გვიანი ყინვებისგან მცენარის დაცვის ერთ-ერთი პროფილაქტიკური ღონისძიებაა ბაღების ადრე გაზაფხულზე მორწყვა.

გლეხები ტრადიციულ ფორმას მიმართავენ, კერძოდ, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ხეხილის ბაღში ჩამოცვენილ ფოთლებსა და დაავადებულ ნაყოფებს აგროვებენ და წვავენ, ხეხილის ბაღში კვამლი ტემპერატურის მკვეთრ შემცირებას ანელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები