ახალი ამბები
,,არა ოკუპაციას" - მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი" ახალ პროექტს იწყებს
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე, ,,ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" პროექტს ,,არა ოკუპაციას" იწყებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციიდან აცნობეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, მეგი ბიბილურის განცხადებით, პროექტის მიზანია გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, კასპის ოკუპაციის მუზეუმში, 5 თვის მანძილზე, საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებზე, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე, ოკუპაციის გამოცდილებაზე, სამოქალაქო აქტივობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

ის ოფიციალურად, ხვალ გაიხსნება. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროექტის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. პროექტი ,,არა ოკუპაციას" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

დისკუსიის სპიკერები იქნებიან საქართვლოს ხელისუფლების წარმომადგენლები: პრეზიდენტის ადმინისტრაციის,საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვისსამინისტროსა და გენერალური შტაბის, ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პარატის, შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის არმომადგენლები, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელები.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები