ახალი ამბები
ცხინვალის სკოლის მოსწავლეები ქალაქის გამწვანების აქციაში ჩაერთნენ
ქალაქ ცხინვალის საჯარო სკოლის ,,ალბიონის" მოსწავლეები აქციაში ,,მწვანე ქალაქი" ჩაერთნენ.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლუდგვიგ ცხოვრებოვმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინიციატივას მხარი ლეონიდ თიბილოვმა დაუჭირა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი თიბილოვი კენჭს 2017 წლის 9 აპრილს დაგეგმილი არჩევნებზე კვლავაც იყრის.

,,ალბიონის" მოსწავლეებმა ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩატანილი მწვანე ნარგავები და ვარდები ჯერ თავიანთ სკოლის სკვერში, შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს.

სკოლის დირექტორი ირინა გუჩმაზოვა ამბობს, რომ უმჯობესია, თითოეულმა მოქალაქემ თითო ხე თავის სახლის წინ, ან იმ ორგანიზაციის წინ დარგოს, სადაც მუშაობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები